ილია მეორე: სიყვარული არის საფუძველი ადამიანის არსებობისა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა იოანე არის სიყვარულის მქადაგებელი. სიყვარული არის საფუძველი ადამიანის არსებობისა, ამის გარეშე ადამიანი ვერ იცოცხლებს, ვერ იარსებებს. გფარავდეთ , წმინდა იოანე ღვთისმეტყველი თქვენ და სრულიად საქათველოს“ – აღნიშნა ილია მეორემ.
ქადაგების დასრულების შემდეგ უწმინდესმა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლოტი, მეუფე ისაია სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
ილია მეორემ დამდეგ ამაღლების დღესასწაულზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ოთხშაბათ საღამოს წირვა ჩატარდება სამების საკათედრო ტაძარში, ხოლო ხუთშაბათს – ამაღლების ტაძარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები