“კინგსმა” მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოსწავლეებს სიურპრიზები შესთავაზა (ვიდეო)
თბილისში, ტექნიკური უნივერისტეტის მე-6 კორპუსში “კინგსის” გაზაფხულის სეზონის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის მეორე ტური გაიმართა.
დედაქალაქის პარალელურად, ოლიმპიადა საქართველოს 37 ქალაქში ჩატარდა.
ოლიმპიადის მონაწილეებს “კინგსისა” და “თიბისის” ერთობლივი პროექტის ფარგლებში დამზადებული „#1 ბარათი კინგსი“ დაურიგდათ.
“ცოდნისა და თავგადასავლების მაძიებელი თაობისთვის ახალი შესაძლებლობები იხსნება. “კინგსელებს” ამ გზაზე ახალი ძლიერი მეგობრები ჰყავთ. საქართველოს წამყვანმა ორგანიზაციებმა კინგსელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა სამოქალაქო განათლებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება.
ოლიმპიადა ჩატარდა ევროპის დღეების ფარგლებში და მისი მთავარი მხარდამჭერია „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“, რომელიც იზრუნებს მოსწავლეთა ინფორმირებულობაზე სამოქალაქო განათლებისა და ევროპული ღირებულებების შესახებ.
საერთაშორისო ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილეებს სპეციალური საჩუქრები დაურიგდათ. კინგსელისთვის ფერადი დღის შექმნაზე იზრუნეს: ‘’წიგნები ბათუმში’’, ‘’ბიბლუსი’’, ელექტრონული წიგნები ‘’საბა’’ „ვენდისი“,„დანკინ დონატსი“, – აცხადებენ “კინგსის” ოლიმპიადის ორგანიზატორები.
რაც შეეხება “თიბისის” ახალ ბარათებს, “#1 ბარათი კინგსი”, მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტურზე ყველა მონაწილეს დაურიგდა პერსონალური კონვერტები, რომლის საშუალებით 22 მაისიდან “თიბისის” ნებისმიერ ფილიალში #1 ბარათი კინგსი გაიცემა უფასოდ.








