სტიქიამ საქართველოს რეგიონების დიდი ნაწილი დააზარალა
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ საქართველოს რეგიონების დიდი ნაწილი დააზარალა.
სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ონის მუნიციპალიტეტი, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე რიონი და მისი შენაკადები, მდინარე „ღარულა” და „ჯეჯორა.“ წარმოიქმნა ღვარცოფები და მეწყრული კერები, რამაც საერთო ჯამში მწყობრიდან გამოიყვანა ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრები გაბიონები.
სტიქიამ ზარალი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიქმნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფი,მოხდა დაზიანებული უბნების დათვალიერება-აღწერა და დადგინდა საორიენტაციო ზარალი. კომისია კვლავ აგრძელებს მუშაობას.
უამინდობამ კახეთის რეგიონსაც შეუქმნა პრობლემები დაზარალდა ლაგოდეხის რაიონის სოფლები. მძიმეა ვითარება საქობოსა და ჩადუნიანში, სადაც სეტყვამ საზამთროს ბაღები და ნათესები დააზიანა. განადგურებულია ვენახები და ბოსტნეული კულტურა. რამდენიმე ოჯახში კი წვიმის შედეგად სარდაფები დაიტბორა.
ძლიერმა წვიმამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებიც დააზარალა. სოფელ ჟონეთში ზარალის შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა უკვე დაიწყო. ადიდებულმა რიონმა რვა ოჯახი დააზარალა.