26 აგვისტოს Black Sea Arena-ზე გორან ბრეგოვიჩის კონცერტი გაიმართება
ზაფხულში საქართველოს გორან ბრეგოვიჩი ეწვევა.
ის 26 აგვისტოს Black Sea Arena-ზე კონცერტს გამართავს. კონცერტის ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია tkt.ge-ზე.
გორან ბრეგოვიჩი უამრავი ცნობილი სიმღერისა და საუნდრეკის ავტორია. მათ შორის, მან შექმნა მუსიკა ემირ კუსტურიცას ცნობილი ფილმებისთვის, რომლებსაც ასრულებდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა იგი პოპპი და სეზარია ევორა. მისი მუსიკა ერთმანეთში აერთიანებს ბალკანურ ფოლკლორს, როკსა და სიმფონიას.
„გორან ბრეგოვიჩი მუდმივად ეწევა აქტიურ საგასტროლო მოღვაწეობას Wedding and Funerals Orchestra-ს თანხლებით, რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობს და არცერთ ქვეყანაში არ ტოვებს ცარიელ ადგილებს საკონცერტო დარბაზებში“, – აცხადებენ კონცერტის ორგანიზატორები.