დიდგორის ველზე დიდგორობის დღესასწაული აღინიშნა
საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სოფელ დიდგორში დიდგორობის ტრადიციული ღონისძიება ჩატარდა.
დიდგორის ველზე ქართული სტილით ჭიდაობაში შეჯიბრი და დოღი გაიმართა. ჭიდაობისა და დოღის ტურნირის გამარჯვებულები საბურთალოს რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ სიგელებითა და თასებით დააჯილდოვა.
დიდგორის ველზე საზეიმო კონცერტიც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ანსამბლებმა: „ქსოვრელები“, „ლურჯა ცხენები“ და სოფელ დიღმის N210-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.