ადიდებულმა რიონმა ალპანა-ქუთაისის გზის სავალი ნაწილი დატბორა
სტიქიის გამო, ალპანა-ქუთაისის დამაკავშირებელი გზა დაიტბორა. ადიდებული მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და გზის სავალი ნაწილი დატბორა, რის შედეგადაც მოძრაობა აკრძალულია.
მდინარის წყალმა საცხოვრებელ სახლები და სავარგულებიც დატბორა. არის საშიშროება, წყალმა სკოლაც დატბოროს.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.