ძლიერმა სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

სტიქიამ გორის მუნიციპლლიტეტი დააზარალა. ძლიერი სეტყვა 20 წუთი გრძელდებოდა, რის შედეგადაც გორის მუნიციპალიტეტის სოფლები – ვარიანი და არაშენდა დაზარალდა.
მოსახლეობის თქმით, განადგურებულია ხეხილის ბაღები და ბოსტნები.
„სეტყვამ დააზიანა ჩითილები, გააფუჭა, რაც ხეხილი მქონდა. ტყემალს ცოტა ესხა, მართალია, მაგრამ ისიც გააფუჭა. რაც რამეა, ყველაფერი გააფუჭა“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები