„მზიურის” პარკში 300 ძირი კვიდო დაირგო
თბილისის ბავშვთა ქალაქ „მზიურის” პარკის ტერიტორიაზე საგაზაფხულო გამწვანების აქცია გაიმართა. გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, 300 ძირი კვიდო დაირგო. სამუშაოები შპს “თბილსერვის ჯგუფმა” განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ შპს “თბილსერვის ჯგუფი“ 9 აპრილის, ვერის, დედა ენის, ვეტერანთა და ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღების, მზიურის, რიყის, თბილისის ზღვის, ვაკის და დიღმის ტყე-პარკების მოვლა-პატრონობას 2016 წლის მაისიდან ახორციელებს.