ისანი-სამგორის რაიონის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარდათ
20 მაისს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, ისანი-სამგორის რაიონის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარდათ.
მემორანდუმის ფარგლებში, მომსახურეობა გაეწია უწყების 200-მდე ბენეფიციარს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის მიმდინარე წლის 10 აპრილს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ მიზნობრივ ჯგუფებს გეგმის მიხედვით, ჩაუტარდებათ გამოკვლევები და გაეწევათ კონსულტაციები კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მიერ.
კარდიოლოგიურ ცენტრში ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება კვლავაც ჩაუტარდებათ, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები უწყების ბენეფიციარებს წინასწარ შეატყობინებენ. უფასო სამედიცინო მომსახურებით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები ისარგებლებენ.