კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

18 მაისიდან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, “რუსთავის წყალთან” და მცხეთის წყალთან” ერთად, მთელი წლის განმავლობაში, სრულად დააფინანსებს  2 ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის, 2 მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის,  1 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის, 2 ბავშვთა დღის ცენტრის, 1 მოხუცთა თავშესაფრის და 1 მოხუცთა უფასო სასადილოს წყალმომარაგების გადასახადს. კომპანია გრძნობს პასუხისმგებლობას და ზრუნავს საზოგადოების სოციალურად ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე.

აღნიშნულიდან 5 დაწესებულება გაერთიანებულია კოალიციაში, „ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“, რომელთანაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის მიზანია, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობით  ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის გაუმჯობესება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კამპანია #დაზოგეწყალი ყველაზე მნიშვნელოვან, ფინალურ ეტაპს უახლოვდება. 15 მაისს,  პროექტის მონაწილე გუნდებმა საინფორმაციო კამპანიის შუალედური ანგარიშები წარადგინეს.  გუნდის კაპიტნების პრეზენტაციებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ უმასპინძლა.

შუალედურ ანგარიშში, გუნდებმა  #gwpოლიმპიადის ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის შედეგები შეაჯამეს.  მოსწავლეებმა 3 კვირის განმავლობაში  სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს. #gwpოლიმპიადის ფარგლებში, საინფორმაციო კამპანია მაისის ბოლომდე გაგრძელდება. გამარჯვებული გუნდი 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს გამოვლინდება და „ეკობანაკის“ საგზურით დაჯილდოვდება.

მიმდინარე კვირის მანძილზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში აქტიურად აგრძელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

დღეს, კომპანიამ ისნის რაიონში, ზურაბიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. წყალსადენის ქსელის 0.5 კმ-ზე მეტი სიგრძის  მონაკვეთი ახლით შეიცვალა. ასევე, წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესებისთვის, 8 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში კომპანიამ 100 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

სამგორის რაიონში, ორხევში, სააკაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა – წყალსადენის ქსელის 770 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ვაკის რაიონში, წყნეთში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა –  წყალსადენის ქსელის  720 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. ასევე წყნეთში, სოხუმის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა  – წყალსადენის ქსელის 450 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად იცვლება.

ისნის რაიონში, ჭრელაშვილის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს  – წყალარინების ქსელის 500 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

მთაწმინდის რაიონში, კიკეთში, 26 მაისის  ჩიხებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია – წყალსადენის ქსელის 780 მეტრი სიგრძის მონაკვეთი სრულად იცვლება.

ჩუღურეთის რაიონში, კლდიაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 600 მეტრის სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება.

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს. წყალმომარაგების 170 კმ-ზე მეტი ქსელი სრულად განახლდება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები