სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ დედოფლისწყაროს რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 19 მაისს დედოფლისწყაროს რაიონში 150 კმ2 ფართობის მქონე ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასა გაანეიტრალა.
“დელტას” ინფორმაციით, ​სისტემის მართვის ცენტრის მიერ ღამის საათებში სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასები დაფიქსირდა, ღრუბელში სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80%-ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 5 მმ იყო.
00:31 დან 01:09 საათამდე ღრუბლის მასები 15 ერთეული რაკეტით დამუშავდა, რის შედეგადაც ნალექის სრული მასა დედოფლისწყაროს რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები