ნიაბის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია ხორციელდება

​სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ნიაბის საირიგაციო სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია მაგისტრალური არხის სრული რეაბილიტაცია, საერთო სიგრძით 14 კილომეტრი და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობა.
​სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, კასპის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის მოსახლეობას საირიგაციო მომსახურება 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე აღუდგება. 2012 წლიდან შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 44 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 19 690 ჰექტრამდეა გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები