შვედეთმა ასანჟის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

0

WikiLeaks-ის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის საქმეზე, რომელსაც სექსუალური ძალადობა ედებოდა ბრალად, შვედეთის პროკურატურა გამოძიებას წყვეტს. უცხოური მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება პროკურორმა მარიან ნიუმ მიიღო.
ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ საქმე შვედეთში 2012 წელს აღიძრა. მას შვედეთის მოქალაქეზე სექსუალურ ძალადობის განხორციელებაში ედებოდა ბრალი. გარდა ამისა, ათასობით საიდუმლო მასალის გამოქვეყნებისთვის მის გასამართლებას ითხოვდა ვაშინგტონიც.
​შვედეთის პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მიუხედავად ოფიციალური სტოკჰოლმის პოზიციისა, თუ ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოს დატოვებს, მას დააპატიმრებენ.

კომენტარები

კომენტარი