მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დაარსების 76-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება (ვიდეო)

21 მაისს, 16:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება ეროვნული სასახლის, არაფორმალური განათლების ლიდერი ორგანიზაციის, უმნიშვნელოვანესი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დაარსების 76-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.
ეროვნულ სასახლეს მნიშვნელოვან თარიღს მიულოცავენ ოფიციალური პირები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, კულტურის, მეცნიერების სფეროს სახელოვანი წარმომადგენლები, მათ შორის, სასახლის წარმატებული აღზრდილები, მეცენატთა კლუბის წევრები, საქმიანი პარტნიორები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სასახლის დარბაზებში, სივრცეებსა და ბაღში  მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები