სამშენებლო კომპანია „ანაგსა“ და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

სამშენებლო კომპანია „ანაგსა“ და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანი საქართველოში სამშენებლო საქმესთან დაკავშირებულ პროფესიებში პროფესიული განათლების გაუმჯობესება და სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებაა, რათა უკეთესად დაიფაროს საწარმოების მოთხოვნა კვალიფიციურ სპეციალისტებზე, მშენებლობაში ხარისხის გაუმჯობესებისა და ენერგიის ეფექტური გამოყენების თვალსაზრისით და გაიზარდოს დასაქმების შესაძლებლობა.
როგორც „სპექტრში“ აცხადებენ, მემორანდუმის მეშვეობით, სამაგალითოდ უნდა იქნას ნაჩვენები პროფესიულ კოლეჯსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მოდელი, რომლის გამეორებაც შესაძლებელი გახდება სხვა სასწავლო პროგრამებსა და სხვა პროფესიულ კოლეჯებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები