„სპექტრმა“ თემაზე – „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ბიზნესკონფერენცია გამართა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – “საქართველოს პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივმა კოლეჯმა „სპექტრი“  ბიზნესკონფერენცია გამართა, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსდა.
კონფერენციის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროგრამების „ელექტრიკოსის“, „შემდუღებლის“, „კონდიცირების სისტემის სპეციალისტისა“ და „წყალანირების სისტემის სპეციალისტის“ მიმართულებით მიმდინარე და ახალი პროფესიული პროგრამების დანერგვის პროცესის შესახებ ინფორმაციის მოწოდება წარმოდგენილი ბიზნესსექტორისთვის, მათი ჩართულობის შესაძლებლობების განხილვა და კოლეჯის გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციის ბოლოს, გაფორმდა მემორანდუმი სამშენებლო კომპანია „ანაგსა“ და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის, რომელის ფარგლებშიც, კოლეჯის პროფესიული სტუდენტები შეძლებენ საწარმოში პრაქტიკის გავლას,  და შემდგომ დასაქმებაში ხელი შეეწყობათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის -საქართველოს, საზოგადოებრივი კოლეჯის, „სპექტრის“, ბიზნესსექტორისა და პროექტის საერთაშორისო პარტნიორის „Pearson”-ის  წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები