საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სატალეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური კრემლი ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა მეგობრული ურთიერთობის გაგრძელებას დაუჭირეს მხარი როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში. გარდა ამისა, იმსჯელეს სამომავლო პირად შეხვედრებზე და პირადი კონტაქტების დამყარებაზე. ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასულ კვირას გაიმართა, რომელშიც გამარჯვება ემანუელ მაკრონმა მოიპოვა. მისი კონკურენტი “ნაციონალური ფრონტის” ლიდერი მარინ ლე პენი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები