რუს ექიმებს, შესაძლოა, ოპერაციის მსვლელობის გადაღების ვალდებულება დაეკისროთ

რუს ექიმებს, შესაძლოა, ოპერაციის მსვლელობის გადაღების ვალდებულება დაეკისროთ. ამის შესახებ რუსული „საპარლამენტო გაზეთი“ იუწყება.
პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ფრაქცია „სამართლიანი რუსეთის“ ვიცე-თავმჯდომარის, ოლეგ ნილოვის განცხადებით, ცვლილება მედიკოსთა მხრიდან ნარკოზში მყოფი პაციენტების მიმართ გახშირებულ არაკანონიერ მოქმედებებს უკავშირდება. მაგალითად, წლის განმავლობაში, ექიმებს ავადმყოფის ორგანიზმში დაახლოებით 3000 სამედიცინო ნივთი „რჩებათ“.
„მოქალაქეებს აქვთ უფლება, ვიდეოზე დააფიქსირონ, თუ რა ხდება მათ თავს, როცა ნარკოზის მდგომარეობაში არიან და ახლობლების გარემოცვაში არ იმყოფებიან“ , – აცხადებს ნილოვი.
კანონპროექტს დუმის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე 18 მაისს განიხილავენ. ნილოვის თქმით, განხილვაში არა მხოლოდ მედიკოსები და ჩინოვნიკები უნდა ჩაერთონ, არამედ იურისტებიც -ადვოკატები, რომელთაც პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევები ჰქონიათ და პაციენტის დაცვის გამოცდილება აქვთ.
ნილოვი იმასაც აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება კანონპროექტს უარყოფითად შეხვდა, იმ მოტივით, რომ არ არსებობს ამ კანონპროექტის რეალიზებისთვის საჭირო არანაირი ინსტრუმენტი. თუმცა, მისი აზრით, ამ შემთხვევაში, მთავარია ხელისუფლებამ პაციენტებისა და მისი ნათესავების უფლებებზე იფიქროს. ნილოვი დასძენს, რომ მთელ რიგ ქვეყნებში ამგვარი ვიდეოგადაღებების აუცილებლობა კანონითაა გამყარებული.
“მინისტრთა კაბინეტში აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი „პერსონალურ მონაცემთა“ შესახებ კანონთან სრულ თანხვედრაში ვერ მოდის”, – წერს გაზეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები