კოლუმბიაში აფეთქებების სერიას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიის საპორტო ქალაქ კარტახენაში აფეთქებების სერიამ სულ მცირე, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20-ზე მეტმა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
წინასწარი ინფორმაციით, ორი აფეთქება ამერიკული გემთმშენებელი ქარხნის, მესამე კი კოლუმბიის გემთმშენებელი კორპორაციის ტერიტორიაზე განხორციელდა.
აფეთქების შემდეგ, ტერიტორიაზე ხანძარი გავრცელდა, თუმცა ის სახანძრო ბრიგადებმა მალევე ჩააქრეს. აფეთქების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, იყო თუ არა ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები