ფრანსუა ოლანდი რომის პაპს შეხვდა

   რომის პაპისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის შეხვედრა დახურულ კარს მიმდინარეობდა. არაოფიციალური ცნობებით, მოლაპარაკებებმა საკმაოდ მწვავედ ჩაიარა. წმინდა საყდარი საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის გამო უკმაყოფილოა. როგორც ცნობილია, პონტიფიკოსის ინიციატივით, ხსენებული კანონის გაუქმების მოთხოვნით შედგენილ პეტიციას ასი ათასმა ფრანგმა კათოლიკემ მოაწერა ხელი. ვატიკანის აღშფოთებას იწვევს ასევე ახალი რეგულაცია, რომელიც საფრანგეთში აბორტის გაკეთებისათვის საჭირო პროცედურას ამარტივებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები