იაპონიის პრინცესა სიყვარულის გამო ტიტულზე უარს ამბობს

იაპონიის იმპერატორის უფროსი შვილიშვილი პრინცესა მაკო აკისინო ტიტულზე უარის თქმას აპირებს. ის ცოლად არატიტულოვან ადამიანს გაჰყვება.
წყვილი პირველად 5 წლის წინ, დედაქალაქის ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა ერთმანეთს. პირინცესას რჩეულმა 25 წლის კეი კომურომ, ისევე როგორც მაკომ, საერთაშორისო ქრისტიანული უნივერსიტეტი დაამთავრა.
ცნობილია, რომ პრინცესამ საქმრო უკვე გააცნო ოჯახს, რომელმაც მათ ქორწინების ნება დართო. კომურო გატაცებულია სათხილამურო სპორტით, ვიოლინოზე დაკვრით და კულინარიით. ქორწინების შემდეგ პრინცესას ტიტული ჩამოერთმევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები