საქართველოს პრეზიდენტი: ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტი შემაშფოთებელია

„პრეზიდენტის აზრით, უმაღლესი თანამდებობის პირზე – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმის ფაქტი უაღრესად შემაშფოთებელია“, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქმის დროული და ეფექტური გამოძიების გარეშე, საფრთხე შეექმნება სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებას.
“პრეზიდენტის აზრით, უმაღლესი თანამდებობის პირზე – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმის ფაქტი უაღრესად შემაშფოთებელია. კიდევ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს და კითხვებს აჩენს გენერალური აუდიტორის განცხადება, რომ მას პროფესიული საქმიანობის გამო გაუსწორდნენ. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქმის დროული და ეფექტური გამოძიების გარეშე, საფრთხე შეექმნება, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქეებს ვერ ექნებათ დაცულობის განცდა მაშინ, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირზე ხორციელდება ფიზიკური ანგარიშსწორება. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ინციდენტიდან ოთხი დღის თავზე, საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს კითხვებზე პასუხი”,- განაცხადა მიშველაძემ.
​სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი მას თავს დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.
შს სამინისტროში ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები