თამარ ხულორდავა: ღია ვართ რუსი ტურისტებისთვის, მაგრამ კანონმდებლობის დარღვევას არ შევეგუებით

 “ჩვენ ღია ვართ რუსი ტურისტებისთვის, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, ბუნებრივია, არ შევეგუებით”, – ასე გამოეხმაურა ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა რუსეთის მერის იური ლუჟკოვის შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ხულორდავას თქმით, საქართველოს ძალიან ღია პოლიტიკა აქვს და ქვეყნის ხელისუფლება სათქმელს ყოველთვის ამბობს.
„ჩვენ ვამბობთ იმას, რაც სათქმელია ყოველთვის პირდაპირ. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიციები იგივე რუსეთთან მიმართებაში, ღია ვართ რუსი ტურისტებისთვის – ეს ბევრჯერ დავაფიქსირეთ და ძალიან მოწონებით და სიხარულით ვხვდებით იმას, რომ საქართველო ტურისტებისთვის, მათ შორის რუსი ტურისტებისთვის, მიმზიდველი ადგილია. მათ არც ერთ ეტაპზე არანაირი პრობლემა საქართველოში მოგზაურობის კუთხით არ ექმნებათ, მაგრამ როცა ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, ბუნებრივია, საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, ამ კანონის დარღვევას არც ერთ შემთხვევაში არ შეეგუება. სხვა კომენტარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. ჩვენ მომავალშიც დავიცავთ საქართველოს კანონმდებლობას და ღია ვიქნებით ყველასთვის, ვინც საქართველოში ჩამოდის ტურისტული ღირსშესანიშნაობების სანახავად”,- განაცხადა ხულორდავამ.
​რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის შავ სიაში შეყვანის შესახებ საქართველოს ხელისუფლების განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისი განაგრძობს პროვოკაციებს, რომელიც ძირს უთხრის მოსკოვთან მიმართებაში გაჯანსაღების პროცესს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები