ვასილ გონაშვილი:მოსახლეობას საშუალება უნდა მიეცეს, ნორმალურ პირობებში გაეცნოს კონსტიტუციურ ცვლილებებს

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი ვასილ გონაშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობას საშუალება უნდა მიეცეს, ნორმალურ პირობებში გაეცნოს კონსტიტუციურ ცვლილებებს და საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვან.
„როგორც გუშინ გამოჩნდა, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პროცესის კანონის ფარგლებიდან გატანას, ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ. მოსახლეობას საშუალება უნდა მივცეთ, რომ შეძლონ სამართლებრივად კორექტული შენიშვნები გამოთქვან კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. საორგანიზაციო კომისია მზად არის, მიიღოს ნებისმიერი ასეთი გამოთქმული მოსაზრება და სწორედ ამისთვის იმართება საყოველთაო-სახალხო განხილვები. კომისია საქართველოს რეგიონებში გასვლას და მოსახლეობის მოსაზრებების გაცნობას მომავალშიც გააგრძელებს“, – აღნიშნა ვასილ გონაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები