სუს-ის უფროსი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, სეიედ ჯავად ყავამშაჰიდისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.
საუბარი შეეხო მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს.
მხარეებმა, ასევე, სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები