ლაშა თორდიას გამოკითხვა დღეს განახლდება

​სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას გამოკითხვა დღეს განახლდება. ლაშა თორდია გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. გუშინ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას დაკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადო.
გამომძიებლები ლაშა თორდიასთან, მომხდარის თაობაზე გამოკითხვის მიზნით, პირველად 14 მაისს, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მივიდნენ, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაკითხვის დასრულება ვერ მოხერხდა.
თორდია კლინიკიდან გუშინ გაწერეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მას შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ თავს ყოფილი მთავარი პროკურორი – ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.
თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები