ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილოზე გზის 183-ე კილომეტრზე მოძრაობა ცალმხრივადაა შესაძლებელი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტისათვის, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კილომეტრზე,  კლდიდან ჩამოსული შვავის გამო შეჩერებული მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ამჟამად, მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ორმხრივ რეჟიმში აღსადგენად.
ჩამოსული შვავის სავარაუდო მოცულობა 300-400 კუბური მეტრია, რამაც  გზის დაკეტვა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები