„დელტას“ ინფორმაციით, ახმეტის რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ ახმეტის რაიონში ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა. ამის შესახებ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, „დელტას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ინფორმაციის თანახმად, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 14 მაისს 22 ერთეული რაკეტა გაისროლა.
„დღის მეორე ნახევრიდან, სისტემის მართვის ცენტრის მიერ დაფისქირდა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან შემომავალი ფრონტალური ღრუბლის მასები, საერთო ფართობით 220 კმ. 2, კრიტიკულ ეტაპზე, სეტყვის მოსვლის ალბათობამ 60%-ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 5 მმ. იყო.
15:31 დან 15:42 საათამდე, ღრუბლის მასები 22 ერთეული რაკეტით დამუშავდა, რის შედეგადაც, ნალექის სრული მასა ახმეტის რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა“, – ნათქვამია „დელტას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთში განსაკუთრებით მძლავრი სეტყვასაშიში პროცესები 10-11 მაისსაც გაანეიტრალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები