სოფიო ქაცარავა თურქმენეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დოვლეტმურატ მურატოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ვიზიტების გაცვლის საფუძველზე, ქვეყნებს შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებაზე, ასევე, მეგობრობის ჯგუფის სამოქმედო გეგმაზე, ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობის გამყარებაზე და და ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრეს.
მხარეებმა საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიების დეტალები განიხილეს, რომელიც 20 ივნისს გაიმართება.
შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და თურქმენეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები