დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება მიმდინარეობს

“დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მცენარეთა მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ ფაზაში შედის. მავნებლის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგების დამონტაჟება სამტრედიის, ხობის, სენაკის, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში დასრულებულია”, – ამის შესახებ „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ზემოჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში სულ 3363 ფერომონია დამონტაჟებული. მათ შორის: სამტრედიაში – 944, ხობში – 497, სენაკში – 436, აბაშაში – 199, მარტვილში 1287. მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება გრძელდება სამეგრელოს დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, გურიასა და აჭარაში.
​ფერომონების განთავსება მონიტორინგის მიზნით დაიწყო, რათა დროულად დადგინდეს მავნებლის გავრცელების არეალი. მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება ქიმიური წამლობა. სურსათის ეროვნული სააგენტო სასოფლო-სამურნეო კულტურების ახალი ინვაზიური მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ახორციელებს. აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები