ფილარმონიასთან, მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთების მოთხოვნით, აქცია გაიმართა

ფილარმონიასთან, მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთების მოთხოვნით აქცია „დავიცვათ ქართული მიწა“ გაიმართა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ არ უნდათ, რომ მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაიყიდოს. მათი თქმით, მიწების გასხვისება მხოლოდ იჯარით უნდა ხდებოდეს.
აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი – ცოტნე გამსახურდია, უფლებადამცველი ლადო სადღობელაშვილი, სანდრო ბრეგაძე, ასევე, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები – ზაზა დავითაია, გიორგი გიგაური და კიდევ რამდენიმე პირი, რომლებიც ფილარმონიაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საერთო-სახალხო განხილვას ესწრებოდნენ, თუმცა განხილვა ჩაიშალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები