მამუკა მდინარაძე: პროვოკაცია იმ ადამიანებმა დაგეგმეს, რომელთაც საქართველოში პროგრესი არ აწყობთ

„ეს არის პროვოკაცია, დაგეგმილი და ორგანიზებული, იმ ადამიანების მიერ მოწყობილი, ვისაც საქართველოში პროგრესი არ აწყობს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ფილარმონიაში ჩაშლილ შეხვედრაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს აღარ გაიმართება.
„ეს არის პროვოკაცია, დაგეგმილი და ორგანიზებული იმ ადამიანების მიერ, მოწყობილი იმ ადამიანების მიერ, ვისაც საქართველოში პროგრესი არ აწყობს. მათ შორის შეიძლება გულწრფელი ადამიანებიც იყვნენ, მე ამ სტუდენტებს მტრებს ვერასდროს ვუწოდებ. ძალიან ბევრი ადამიანი შესაძლოა, გულწრფელად აკეთებს, რასაც აკეთებს, მაგრამ ვინც მათ შთააგონებს, რომ ჩაშლით ჯობია ასეთ დემოკრატიულ პროცესში წინსვლა, არის ტყუილი და სახელმწიფოს მტრობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები