კულტურის პალატის პრეზიდენტი მომღერალ ნინო ჩხეიძის მიერ სოჭში კონცერტის გამართვას აკრიტიკებს

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა ნინო ჩხეიძის, ნიკა არაბიძის და ვახო ბიჭიკაშვილის მიერ სოჭში კონცერტის გამართვა გააკრიტიკა და ამით იმ შემოქმედთა პოზიცია გააჟღერა, ვინც რუსეთში სიმღერისთის გაილანძღნენ.
“რამდენიმე დღის წინ ქალაქ სოჭში ნინო ჩხეიძემ, ნიკა არაბიძემ და ვახტანგ ბიჭიკაშვილმა გამართეს კონცერტი. როდესაც ადრე ჩამოგვყავდა რუსი კოლეგები საქართველოში და პირიქით, ქართველი მომღერლები, მოცეკვავეები მიდიოდნენ რუსეთში და მონაწილეობდნენ სხვადასხვა ღონისძიებებში, ძალიან დიდი აგრესია მოდიოდა მედიიდან და საზოგადოებიდან, რომ ისინი იყვნენ მოღალატეები. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ იყოფიან ადამიანები – ვინ უნდა იმღეროს და ვინ არ უნდა იმღეროს რუსეთში? ვინც ამ ღონისძიებებში მონაწილეობდა, მათ დამირეკეს და მკითხეს, თუ ჩვენი წასვლა და მოსკოვში ღონისძიებებში მონაწილეობა არ შეიძლება, მათთვის რატომ შეიძლებაო?! მაგალითად, როდესაც “ერისიონმა” რუსეთში კონცერტი ჩაატარა, ამის შემდეგ, იმხელა აგრესია და ლანძღვა მიიღო ანსამბლმა, რომ ჯემალ ჭკუასელმა მაშინ ინფარქტი მიიღო და რამდენიმე თვე ძალიან ცუდად იყო. მე გავახმოვანე იმ ადამიანების გულისტკივილი, ვინც ამ მიზეზით ილანძღებიან. დამიკავშირდნენ და მითხრეს, ჩვენი წასვლა თუ ღალატი იყო, მათი წასვლა რატომ არ ჩათვალეს ღალატადო?! თუ ჩვენ ვღალატობთ ქვეყანას და ვუმღერით ოკუპანტს, კოლეგების კონცერტი რატომ არ ითვლება ღალატადო?! ძალიან დიდ პატივს ვცემ ნინოს და მასთან მდგომ ორ ხელოვანს, მაგრამ ყველა ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ”, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
ნინო ჩხეიძის, ნიკა არაბიძის და ვახო ბიჭიკაშვილის კონცერტი სოჭში 12 მაისს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები