მარტყოფში მგლები გამოჩნდნენ – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გარდაბნის რაიონის, სოფელ მარტყოფის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქონლის სადგომში მგლების შევარდნის ორი ფაქტი დაფიქსირდა. მტაცებლებმა 10 სული საქონელი დაგლიჯეს.
როგორც „კვირას“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ მარტყოფის წარმომადგენელმა, მამუკა გულიაშვილმა განუცხადა, მგლების შევარდნის ფაქტი უკვე ორჯერ მოხდა.
მისი თქმით, თავდაპირველად, მგლებმა ერთი ცხვარი შეჭამეს და სამი სული ცხვარი დაგლიჯეს. უკვე მეორედ კი, შაბათს, მტაცებლებმა 6-8 სული ცხვარი დაგლიჯეს.
როგორც მამუკა გულიაშვილი აცხადებს, მან ინფორმაცია გამგებელს მიაწოდა, რათა გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართონ.
ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლება სამინისტროსგან მგლების ლიკვიდაციის უფლებას ელოდებიან.
„კვირა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები