ირაკლი კობახიძემ რეგიონებში გამართული საყოველთაო-სახალხო განხილვები შეაჯამა

 

მომავალ კვირაში ვენეციის კომისიასთან გვექნება ამ დოკუმენტის ძალიან საინტერესო განხილვა და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში,მოგვცემს დოკუმენტის შემდგომი დახვეწის და ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის დამტკიცების საშუალებას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, რუსთავში, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას რეგიონებში გამართული საყოველთაო-სახალხო განხილვები შეაჯამა და აღნიშნა, რომ განხილვების მეორე ეტაპი უახლოესი კვირების განმავლობაში დაიგეგმება და გაგრძელდება.
„ჩვენ გვქონდა ათი ერთმანეთზე საინტერესო, ძალიან აქტიური შეხვედრა.საზოგადოება ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ შეხვედრებში, კონსტიტუციის სხვადასხვა რეგულაციებთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო კითხვები დაისვა. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ შემდეგ ეტაპზე უკვე განვაგრძოთ კონსტიტუციის განხილვა. ამით არ დასრულებულა საყოველთაო-სახალხო განხილვა. მეორე ეტაპი დაიგეგმება და გაგრძელდება უახლოესი კვირების განმავლობაში და გარდა ამისა, ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განვაგრძოთ კონსულტაციები, მათ შორის, ჩვენს კოლეგებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან.
მომავალ კვირაში ვენეციის კომისიასთან გვექნება ამ დოკუმენტის ძალიან საინტერესო განხილვა და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში,მოგვცემს დოკუმენტის შემდგომი დახვეწის და ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის დამტკიცების საშუალებას”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები