ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის ინსტიტუტი სჭირდება ნებისმიერი ტიპის ქვეყანას

არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც არ მოქმედებს სახელმწიფო მეთაურის ინსტიტუტი, თუნდაც მას ჰქონდეს სუფთა ცერემონიული, სიმბოლური კომპეტენციები მინიჭებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
რუსთავში კონსტიტუციის პროექტის განხილვისას ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს – ხომ არ სჯობს პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გაუქმდეს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტი სჭირდება ნებისმიერი ტიპის ქვეყანას,
„არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც არ მოქმედებს სახელმწიფო მეთაურის ინსტიტუტი, თუნდაც მას ჰქონდეს სუფთა ცერემონიული, სიმბოლური კომპეტენციები მინიჭებული. არა მარტო სიმბოლური, არამედ ძალიან დიდი, პრაქტიკული კომპეტენციები აქვს პრეზიდენტს განსაკუთრებით საპარლამენტო მმართველობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები