ლაშა ტუღუში: ჩვენ არ გვინდა ჯიბის პრეზიდენტი, ჩვენ გვჭირდება ღირსეული პრეზიდენტი

ჩვენ არ გვინდა ჯიბის პრეზიდენტი, -ამის შესახებ საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ლაშა ტუღუშმა რუსთავში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა.
ტუღუში დარწმუნებულია, რომ ხალხს შეუძლია აირჩიოს ღირსეული ადამიანი პრეზიდენტის პოსტზე.
”არ არის ახლა საჭირო ვიყოთ მკვეთრი, იმიტომ, რომ ისედაც დაძაბულია ხალხი, ათასი სოციალური პრობლემაა, მაგრამ ძალიან დიდი საფრთხეა, რომ ჩვენ ამ ტიპის სისტემით მივიღოთ ჯიბის პრეზიდენტი. ჩვენ არ გვინდა ჯიბის პრეზიდენტი. ჩვენ გვჭირდება ღირსეული პრეზიდენტი.
მე პირადად დარწმუნებული ვარ ჩვენს ხალხს შეუძლია აირჩიოს ღირსეული ადამიანი, გათვალისწინებით ბევრი პრობლემის, ბევრი შეცდომის, რომელიც ჩვენ დავუშვით, მაგრამ ხომ უნდა დავსვათ წერტილი შეცდომების დაშვებაში, ხომ შეიძლება ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები, სადაც ღირსეულ კანდიდატს შევარჩევთ. რატომ უნდა გვეშინოდეს ამისი და რატომ უნდა გვახვევდეს ვინმე თავს, ხომ შეიძლება ჩვენ თვითონ ავირჩიოთ პრეზიდენტი?”, – აღნიშნა ტუღუშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები