გიორგი ვოლსკი: 2020 წელს არ არის აუცილებელი, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვოს

პრეზიდენტს ამოცანები არ აქვს პარტიული, ამიტომ უნდა იყოს ზეპარტიული და არა იქიდან გამომდინარე, თმები როგორ ექნება დავარცხნილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ რუსთავში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისას განაცხადა.
დეპუტატმა საპარლამენტო არჩევნების მოდელზეც ისაუბრა.
“აქ დაგვაყვედრეს და 2020 წელს არ არის აუცილებელი, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვოს. თუ ჩვენ ვითხოვთ, რომ რაოდენობა ჰქონდეს ის, რომელიც საშუალებას მისცემს შექმნას მთავრობა, ეს მხოლოდ ერთი მიზეზით ხდება – იმისთვის, რომ მთავრობა თუ ვერ შექმნა, მაშინ ახლიდან უნდა ჩავატაროთ არჩევნები”,-განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები