ლაშა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ალადაშვილის კლინიკის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ირემაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ლაშა თორდია კლინიკას, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს.
”დიაგნოზი არის ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა. პაციენტი დღეს კლინიკაში დარჩება და კლინიკას, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს. ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ მასთან საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს მარინა ირემაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები