ლაშა თორდიას საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები კითხავენ

გამომძიებლები აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას გამოკითხვის მიზნით ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მივიდნენ.
თორდიას მეუღლის მაია ირემაშვილის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი თავს უკეთ გრძნობს და მზადაა, პროკურატურის კითხვებს უპასუხოს.
შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს 12 მაისს თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. ლაშა თორდია თავდასხმაში ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები