ტყიბულის მინდელის შახტაში გარდაცვლილ მეშახტეებს დღეს დაკრძალავენ

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში გარდაცვლილ მეშახტეებს – ალეკო ჭელიშვილს, ვიქტორ დაღუნდარიძეს, გიზო გუბელიძეს და გიზო კუბლაშვილს ტყიბულის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.
მანამდე, ტყიბულის ცენტრალურ ქუჩაზე, დღეს, 12:00 საათზე, პროფესიული კავშირების გაერთიანების, სტუდენტური და არასამთავრობო ორგანიზაციების მასშტაბური მსვლელობა გაიმართება, რომელიც ქალაქის ყველა მთავარ ქუჩას მოივლის.
9 მაისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 4 მეშახტე დაიღუპა. გარდაცვლილები მაშველებმა 400 მეტრის სიღრმიდან ამოასვენეს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები