ველო-გარბენთან დაკავშირებით თბილისის ზოგიერთ გამზირსა და ქუჩაზე დღეს მოძრაობა შეიზღუდება

ველო-გარბენთან დაკავშირებით დღეს თბილისში ზოგიერთ გამზირსა და ქუჩაზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შეიზღუდება, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გარბენის დროს, 09:00 საათიდან 12:00 საათამდე, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შეიზღუდება: ი. ჭავჭავაძის გამზირზე, პ. მელიქიშვილის გამზირზე, რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე. მოძრაობა ასევე შეიზღუდება აღნიშნული გამზირების და თავისუფლების მოედნის მკვეთ ყველა ქუჩაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ველო-გარბენი სტარტს ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელიდან აიღებს და თავისუფლების მოედანზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები