საკრებულოს დელეგაციამ საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია წარმომადგენლობითი ორგანოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, სიმბოლიკისა და სახელდების, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების თავმჯდომარეების: ჯაბა სამუშიას, ლია ჯახველაძისა და ლევან დარახველიძის შემადგენლობით, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო.
როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, კონფერენციის თემას „თბილისი და თანამედროვე საქალაქო ჰელადიკა“ წარმოადგენდა.
სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა გონგაძემ ისტორიის დოქტორთან, ჰერალდიკის კომისიის თავმჯდომარესთან მამუკა წურწუმიასთან ერთად გახსნა.
საკრებულოს წევრებმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კერძოდ, ჯაბა სამუშიამ კონფერენციაზე მოხსენება თემაზე-„თვითმმართველობა და ჰუმანიტარული კვლევები“ წარმოადინა, ლია ჯახველაძემ თბილისის სიმბოლიკის თაობაზე ისაუბრა, ხოლო ლევან დარახველიძე კონფერენციის მონაწილეთა წინაშე შემაჯამაბელი გამოსვლით წარსდგა.
ღონისძიების მონაწილეებმა ისეთი თემებიც განიხილეს, როგორიცაა: ზოგადი ჰერალდიკა, თბილისის არსებული სიმბოლიკის ანალიზი, ასევე თბილისის ჰერალდიკური სიმბოლოების ისტორია.
ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობა, რომელიც ქალაქ წყალტუბოში, კერძოდ, სასტუმროში „წყალტუბო პლაზა“ 12 და 13 მაისს გაიმართა, თბილისის საკრებულოს წევრების გარდა დედაქალაქის მერიის წარმომადგებლებმა, ისტორიკოსებმა, პროფესორებმა, მეცნიერ-მკვლევარებმა, ასევე ჰერალდიკისა და ნუმიზმატიკის სპეციალისტებმა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები