კობახიძე თორდიაზე თავდასხმაზე: ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი

ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე, ლაშა თორდიზე თავდასხმის ფაქტი.

“რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ესეც შეგვიძლია ჩვენ განვიხილოთ, მითუმეტეს, აუდიტის სამსახურს განსაკუთრებული კავშირი აქვს საქართველოს პარლამენტთან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს საქმე სათანადოდ იქნას გამოძიებული და დაისაჯოს ყველა დამნაშავე. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში გვექნება კონსულტაციები. პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას და ამის შემდეგ, უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ, თუნდაც კომისიის მიზანშეწონილობის თაობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები