ექიმი: ლაშა თორდია 48 საათის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს თავის ტვინის მსუბუქი შერყევა აქვს და იგი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, – ამის შესახებ „კვირას“ ალადაშვილის სახელობის საავადმყოფოს ექიმმა, ინგა ბულიამ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტი კლინიკის ნევროლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული და მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.
„პაციენტს თავის ტვინის მსუბუქი შერყევა აქვს. ჭრილობები არ აღენიშნება. მას გარკვეული ჩივილები აქვს და იგი 48 საათის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება“, – განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას ინგა ბულიამ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს თავს დაესხნენ. ლაშა თორდიამ თავდამსხმელებიდან ყოფილი პროკურორი – ოთარ ფარცხალაძე ამოიცნო. „ნამდვილად ოთარ ფარცხალაძე იყო, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა კიდევ 3-4 პირი, ყველა ერთად მირტყამდა“, – განუცხადა თორდიამ “რუსთავი 2″-ს. ​მომხდარი ფაქტი „კვირას“ სახელმწიფო აუდიტის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
შემთხვევა გუშინ თბილსში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ,,ელ ცენტროში” მოხდა. შემთხვევის შემდეგ, ლაშა თორდია ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მიიყვანეს. მომხდარი „კვირას“ შს სამინისტროშიც დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები