თბილისში „ახალი ღვინის ფესტივალი 2017“ ჩატარდა

თბილისის მერი დავით ნარმანია მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალს“ დაესწრო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ყველა რეგიონის ოჯახური, საშუალო და დიდი მარნების 2016 წლის მოსავლი.
ღონისძიების სტუმრებს ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. ფესტივალში მონაწილე ოჯახური მარნებისა და ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.
რიგით მე-8 „ახალი ღვინის ფესტივალი“ თბილისის მერიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები