ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 400-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს

დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისში ის ახალაშენებული კორპუსები დაათვალიერეს, სადაც ბინას 400-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს.
სამინისტრომ შერვაშიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 2 თექვსმეტსართულიანი კორპუსი ააშენა, აღმაშენებლისა და ერისთავის ქუჩებზე არსებული ახალაშენებული კორპუსები კი ქართველი მენაშენეებისგან გამოისყიდა.
დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები ქუთაისში, 2017 წლის ზაფხულის ბოლომდე გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები