ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის რეპლიკას პასუხობს: დიპლომი, ყოველ შემთხვევაში, ჩემგან არ ეკუთვნით

დიპლომი არ ეკუთვნით, ჩემგან ყოველ შემთხვევაში, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დიპლომთან დაკავშირებით პრეზიდენტის დღევანდელ რეპლიკას.
ირაკლი კობახიძეს რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები პრეზიდენტს საკონსტიტუციო საკითხებზე არასწორ ინფორმაციას აწვდიან.
”ზოგადად, ძალიან კარგი იქნებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დასწრებოდნენ საკონსტიტუციო კომისიის სხდომებს. ასეთ შემთხვევაში მათ ნამდვილად მეტი ცოდნა ექნებოდათ საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. ხშირად მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი, ფაქტობრივად, არასწორ ინფორმაციას აწვდიან ხოლმე პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ სინანულით შემიძლია განვაცხადო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ ჩაერთვნენ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში”, – განაცხადა კობახიძემ.
ბალტიისა და დსთ-ის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს გაესაუბრნენ.
-“იმდენი მამეცადინე კონსტიტუციაში, დიპლომი მომეცი ბარემ”, – მიმართა პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები