ირაკლი კობახიძე: NDI-ს კვლევები მუდმივად არის აცდენილი იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე NDI-ს კვლევის შედეგებს ეხმაურება. კობახიძე მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებსა და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას შორის სერიოზული აცდენაა.
”ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე განცხადებებს CRRC-ს კვლევებთან დაკავშირებით და აქაც შეგვიძლია იგივე განცხადება გავაკეთოთ. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოიპოვა ნდობა იმ კვლევებმა, რომლებიც ტარდება CRRC-ს მიერ. ამის მთავარი მიზეზი არის სერიოზული აცდენა, რომელიც არის მათ კვლევებსა და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას შორის. საარჩევნო კუთხითაც ეს კვლევები მუდმივად არის აცდენილი იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია”, – აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ NDI-ს კვლევის პირველი ნაწილი დღეს გამოქვეყნდა. კვლევა NDI-ს დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. ის ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები