ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს. მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილის ახალ თანამდებობაზე დანიშვნა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა.
​„ზურაბ პოლოლიკაშვილის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე არჩევა მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ვულოცავ ბატონ ზურაბს ამ დიდ წარმატებას, დარწმუნებული ვარ, ამ თანამდებობაზე მუშაობისას, ის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს, როგორც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისთვის, ისე საქართველოსთვის. სასიხარულოა, რომ საქართველოს წარმომადგენელს პირველად მიეცა შესაძლებლობა, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ამ საერთაშორისო ორგანიზაციას წარუძღვეს. ზურაბ პოლოლიკაშვილის გამარჯვება ცხადყოფს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აღიარებს და მხარს უჭერს იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის განვითარების მიმართულებით აქვს. აღნიშნული წარმატება დიდ ზეგავლენას იქონიებს საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების ცნობადობის ამაღლებასა და ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე. ეს არის საერთო გამარჯვება – საარჩევნო კამპანია მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს გარდა, ბრაზილიის, კოლუმბიის, კორეისა და ზიმბაბვეს კანდიდატები მონაწილეობდნენ. ამ პირობებში, საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატის გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და იმაზე მეტყველებს, რომ საერთაშორისო ტურიზმის სფეროში საქართველო ერთ-ერთ საინტერესო და პერსპექტიულ მიმართულებად ყალიბდება”,-განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები